საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა სტატიების მიღება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ ჟურნალში „თსუ სამართლის მიმოხილვა“

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 ივნისამდე იწარმოებს სტატიების მიღება თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვა“, 2023 წლის ქართულენოვანი გამოცემისთვის.

 

ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სამართლის აქტუალურ საკითხებზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა). ინდივიდუალური ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში თითოეული ავტორი უნდა იყოს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირი.

 

ჟურნალში ნაშრომის: სამეცნიერო სტატიის, სამართლის პრაქტიკის ანალიზის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ:

 

  • თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები;
  • სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

 

ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით. განცხადების ფორმა (იხ. დანართი №1);
  2. სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (დასკვნის ან რეცენზიის ავტორის ხელმოწერით);
  3. სტატია - შესრულებული ქართულ ენაზე, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით);
  4. ანოტაცია არაუმეტეს 250 სიტყვისა და საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  5. ბიბლიოგრაფია ქართულ ენაზე (იხ. (იხ. დანართი №2);
  6. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

 

ჟურნალში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული. ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი №2).

 

ნაშრომი, რომელიც ზემოთ მითითებული მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული, არ განიხილება. ავტორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და წესები.

 

სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტის 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.

 

სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

 

სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: lawrev@tsu.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ჟურნალის გამოცემები იხ. ვებგვერდზე: lawrev.ge

 

მთავარი რედაქტორი: თამარ ტატანაშვილი,

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი.

 

ტელეფონი: +995 591 00 71 10

ელფოსტა: tamar.tatanashvili@tsu.ge

თარიღი: 01/05/2023